aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

“ზახარჩენკოს მკვლელობა დადგმულია”: შს მინისტრის მრჩეველი ეჭვობს და დაკრძალვას ელის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეუთოს სადამკვირებლო მისიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ მიუღიათ ინფორმაცია და დამადასტურებელი მონაცემები იმის შესახებ, რომ დონეცკში, კაფე “სეპარში” აფეთქდნენ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი ზახარჩენკო და მისი დაცვის წევრი.

“დონეცკში აფეთქების შემდეგ, თითქოს მიმდებარე ტერიტოერიაზე სიმშვიდე იყო. მორგში მისულებს გვითხრეს, რომ ალექსანდრე ზახარჩენკომ და მისმა დაცვის წევრა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს.” – ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ირკვევა, იმავე დღეს, მედპერსონალმა განაცხადა, რომ დონეცკის აფეთექების შედეგად მთთან 6 დაშავებული მიიყვანეს. მედპერსონალმა უარი თქვა, დეტალური ინფორმაციის მოწოდებაზე.

უკრაინაში ეჭვობენ, რომ ზახარჩენკო ცოცხალია და მისი მკვლელობის ინსცენირება მოხდა.

ეუთოს დასკვნაში მითითებულია, რომ მათი მონიტორინგის შედეგად ვერ მოხერხდა ვერც დაღუპულთა გვამების ნახვა და ვერც დაჭრილთა ვინაობის დადგენა. ამის გამო უკრაინაში გაჩნდა ეჭვი, რომ აფეთქება დადგმულია და ზახარჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული, რაც დაკავშირებულია რამდენიმე ხნის წინ მოკლულ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოსთან, რომელიც გამოცხადებული სიკვდილის შემდეგ, მოგვიანებით, ცოცხალი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც ის წერს, რომ დღემდე ელიან დამადასტურებელ ფაქტებს ზახარჩენკოს დაღუპვასთან დაკავშირებით. ის ეჭვს გამოთქვამს, რომ ზახარჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული იყო გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე. დეტალებზე მრჩეველი არაფერს საუბრობს.

“აბა, დაველოდოთ დაკრძალვას” – წერს გერაშენკო.

იტვირთბა....