aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვარამიას განცხადება, ფაქტობრივად, ფაშისტური მანიფესტია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარია, თანხები კანონიერად იყოს გადარიცხული და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება გვარამიას, ფაქტიურად, მისი განცხადება ფაშისტური მანიფესტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ვინც ამა თუ იმ პარტიას თანხას შესწირავს, მასზე გავლენის მქონე ადამიანად ვერ მოიხსენიებთ. იგივე შემომწირველები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მეორე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, რაშიც დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ ადამიანები ყველა შემთხვევას იყენებენ, რათა მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია მოახდინონ. მთავარია, თანხები კანონიერად იყოს გადარიცხული და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება გვარამიას, ფაქტიურად, მისი განცხადება ფაშისტური მანიფესტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეევიწროვებინათ ყველა ვინც სალომე ზურაბიშვილს რამენაირად დაეხმარებოდა. სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული თანხების ნაწილი კი ჩაჩავას კლინიკის მენა-გინეკოლოგებზე მოდის.

“ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში.

ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....