aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არის პარლამენტის წევრი ისკო დასენი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” დაინტერესდა, ვინ არის საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ისკო დასენი, რომელიც იშვიათად აკეთებს მედიასთან კომენტარს.

ისკო დასენი 2016 წლიდან პარლამენტის წევრია, “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიით წარმოდგენილი. როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, დასენი იყო:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე (2012 – 2016)
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2011 – 2016)
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი (2010 – 2011)
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი (2004 – 2010)
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი (1993 – 2004)
თბილისის კრწანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე (1992 – 1993)
თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი (1990 – 1992)
თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი (1986 – 1990)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1979 – 1985)
სავალდებულო სამხედრო სამსახური (1976 – 1978)

ასევე ირკვევა, რომ ისკო დასენი მოლდავეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულია (06-10-2014)

საიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ დასენი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრია (07-02-2017 ) და ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (18-11-2016 ).

ასევე, ის არის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC), სათადარიგო შემადგენლობის საპარლამენტო დელეგაციის წევრი (29-12-2016 ) ის ასევე 47 ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრია 2017 წლიდან.

ისკო დასენს ჰყავს მეუღლე ლეილა არაბიანი. დასენს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კომერციული ფართი თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე აქვს, რომელიც 2014 წელს 120 000 დოლარად შეიძინა, მისი ფართობია 324,8 კვ.მ.
ასევე, მას აქვს არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, რომელიც 60 000 დოლარად აქვს შეძენილი და მისი ფართობია 34,52 კვ.მ

ასევე, 60 000 დოლარად აქვს შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი, თამარ მეფის გამზირზე – 48,28 კვ.მ.
მის სახელზე ორი ავტოფარეხია, რომელთაგან ერთი დაკანონებული აქვს, ხოლო მეორე კი 2000 ლარად აქვს შეძენილი. მას გააჩნია მიწის ნაკვეთი, 10 000 ლარად შეძენილი, რომელიც რუსთავში მდებარეობს. მის მეუღლეს 56 700 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი სიღნაღში აუქციონის წესით აქვს შეძენილი.

გრაფაში: თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები, დასენს დაფიქსირებული აქვს შპს მისო ლიდერ კრედიტის ფასიანი ქაღალდები, ჯამში 300 000 დოლარის ღირებულების. ისკო დასენის დანაზოგი კი 200 000 დოლარია.

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქტივობების მიხედვით, ისკო დასენი 2017 წლის 17 მარტს, თბილისის ყოფილ მერ დავით ნარმანიასთან ერთად შეხვდა რუმინეთის ელჩს საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბას. მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ხოლო, მეორე აქტივობა ის არის, რომ  2017 წლის ივლისში, ისკო დასენი რუმინეთის საელჩოში გამართულ მიღებას დაესწრო და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

იტვირთბა....