aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ვინ არის მკვლელობაში ეჭვმიტანილი: სამგორში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მკვლელობა მოხდა თბილისში. სამგორში, ალეექსეევკას დასახლებაში, დილის 8 საათზე გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცი იპოვეს. ინფორმაციას „მოამბე“ ავრცელებს. დაკავებულია 1968 წელს დაბადებული პირი, რომელმაც, შსს-ს ინფორმაციით,  მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს გარდაცვლილის მანქანის დათვალიერება, სადაც შელაპარაკება მოხდა.

შსს შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1955 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა მ.ი. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....