aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დღეს კიდევ ერთი ადამიანი  დააკავეს. დაკავებულს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ფატქს მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ   დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ  76 წლის ქალის მკვლელობისთვის ბექა შენგელია მარიამ ყოჩიაშვილი და არასრულწლოვანი გოგო სამართალდამცავებმა 4 ნოემბერს დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი გამოძიება შენგელიას ნაცნობს ამ დრომდე ეძებდა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრიბაში იმყოფება ორი პირი, რომელთაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის დედა, ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს.

ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

იტვირთბა....