aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის ვიდეოკადრები (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის ვიდეოს აქვეყნებს:

ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრები დააკავეს

ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია – სახელწოდებით „კუში -2“ ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი.ვრცლად: police.ge/page/37

Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Donnerstag, 5. Juli 2018

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია – სახელწოდებით „კუში -2“ ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი. ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა. მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

იტვირთბა....