aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერდოღანი: იერუსალიმი “პალესტინური სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად” უნდა გამოცხადდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსლიმური ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, იერუსალიმი „პალესტინური სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად“ აღიარონ.

BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათილი უწოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელს „ტერორის სახელმწიფო“ უწოდა.

ამავე დროს, პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ აშშ-მ საკუთარი თავის, როგორც სამშვიდობო პროცესის, მონაწილის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

„ჩვენთვის მიუღებელია სამშვიდობო პროცესში აშშ-ის ნებისმიერი როლი.მათ დაადასტურეს საკუთარი მიკერძოებულობა ისრაელის სასარგებლოდ“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა სამიტზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მხარი დაუჭირა. იერუსალიმი ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების მთავარი საგანია. ისრაელი წმინდა ქალაქს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს, ხოლო პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.

იტვირთბა....