aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი: სინამდვილეში, ხელისუფლება მოპარულ მილიონებსაა ჩაფრენილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, როცა ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, ეს აღმაშფოთებელია.

როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ საუბრისას ხელისუფლებას ურჩია, საზოგადოებისთვის სენსიტიური თემით ნუ თამაშობს და შეახსენებს, რომ ქვეყანას სამოქალაქო ომით მიღებული იარები ჯერ კიდევ არ მოშუშებია.

„მაშინ რა აზრი აქვს არჩევნებს? თქვან, რომ ჩვენ არჩევნებს აღარ ჩავატარებთ, რადგან რომ ჩავატაროთ და წავაგოთ, შეიძლება ომი დავიწყოთ. ამას ამბობენ? ან რა ლოგიკაა, ან რა სინდისია, ან რა სახელმწიფოებრივი პოზიციაა. მაშინ გააუქმონ არჩევნები, სულ ჩვენ ვიქნებით და ომიც აღარ იქნებაო. ნუ თამაშობენ ამ თემით. ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. ძლივს ვიშუშებთ სამოქალაქო ომის, რუსთაველის დანგრევის, სამეგრელოს დაწიოკების ჭრილობებს და ბოლომდე მოშუშებული არაა. ასეთ თემებზე ლაპარაკს უნდა მოეშვან, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ამას ხელისუფლება ამბობს. სინამდვილეში ისინი თავის მოპარულ მილიონებს არიან ჩაფრენილები და გვეუბნებიან, ნუ წაგვართმევთ ამ მილიონებსო. ასეთი თემებით სპეკულირება და ამაზე ლაპარაკი აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....