aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპულ საქართველოს” თეთრიწყაროს რაიონში პარტიული სია გაუუქმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

5 არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპული საქართველოს” კანდიდატებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს. საქმე ეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, სადაც “ევროპული საქართველოს” პარტიული სია სრულად გაუქმდა, ვინაიდან ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ ყველა კანდიდატმა ერთდროულად ერთნაირი მიზეზებით მოიხსნა არჩევნებიდან რეგისტრაცია.

სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა ბაქრაძე-უგულავას პარტიის მერობის კანდიდატმაც. როგორც NGO-ებისთვის გახდა ცნობილი, ყველა კანდიდატმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ აპირებდა გამგზავრებას, რის გამოც მათ უარი განცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე.

“აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების უეცარი და ჯგუფური გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე აჩენს ეჭვებს კანდიდატების გულწრფელობასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ კანდიდატურების მოხსნას წინ არ უძღოდა რაიმე განმარტება გარდა იმისა, რომ კანდიდატები სწავლის გაგრძელებას ან დასაქმებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებდნენ. ამასთან, პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინფორმაცია კანდიდატების მიერ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ძირითადად მათთვის ცნობილი გახდა არა პირადად კანდიდატებისგან, არამედ – საარჩევნო ადმინისტრაციისგან,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

თავად “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, თეთრიწყაროს გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები. არასამთავრობოები კი აღნიშნავენ, რომ გარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა, ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე, ასევე, სხვა პარტიების კანდიდატების მიმართაც ვრცელდება, მათ შორის, ასპინძაში და დმანისში.

“მსგავსი ფაქტები, მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება,” – აცხადებენ NGO-ები.

აღნიშნულ საკითხთან ინფორმაციას ავრცელებენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA).

იტვირთბა....