aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს, პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატია დაბარებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე. წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძე, დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც ზოიძე აცხადებს, დღეს ის პოკურატურაში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს, თუმცა მისი კოლეგების მსგავსად ჩვენების მიცემას არც ის აპირებს.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ამ საქმესთან დაკავშირებით ქალაქის პროკურატურაში უკვე იყვნენ დაბარებულები ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია. მიხეილ რამიშვილმა დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით მოითხოვა, ხოლო ფანცულაიამ კი ჩვენებაზე უარი განაცხადა.

იტვირთბა....