aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს, ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია” – თინა ხიდაშელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსსში” განაცხადა, რომ დღეს, ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია.

მისი თქმით, კობახიძე გამოყენებულია სისტემისთვის, თუმცა მან ვერ უზრუნველყო რიგი საკითხები, ვინაიდან მას კოლეგებში ავტორიტეტი არ აქვს.

„ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს. კობახიძეს ვინ ეკითხება? კობახიძე არის ინსტრუმენტი, რომელიც ამ შემთხევვაში არის გამოყენებული ამ სისტემისთვის, უბრალოდ მან ვერ მოახერხა იმის უზრუნველყოფა, რაც აიღო ბიძინა ივანიშვილისგან. მას არ ჰყოფნის ავტორიტეტი, საკუთარ კოლეგებთან პარლამენტში, რომ აი ამ ცირკს არ გვაყურებინონ ტელევიზორში, თოერმ ვინ ეკითხება კობახიძეს” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

იტვირთბა....