aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დეკანოიძე: “კვირიკაშვილი უნდა გადადგეს, როგორც სამარცხვინო პრემიერი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან სამძიმარზე “ენმ”-ის წევრები ჩავიდნენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს, რადგან მის მიერ გაგზავნილი წერილი, არის შეურაცხმყოფელი.

“მე მინდა, პირდაპირ ვუთხრა საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ ის უნდა გადადგეს, როგორც საქართველოს სამარცხვინო პრემიერმინისტრი, გადადგეს იმიტომ, რომ თითოეული ქართველი ბატონ გიორგისთან და ქალბატონ რუსუდანთან ერთად არის შეურაცხყოფილი იმ განცხადებით, რომელიც გავრცელდა გუშინ და ეს არის კეკლუცობის და კუდის ქიცინის განცხადება რუსეთის ფედერაციის წინაშე. იმ ფონზე, როდესაც ცხედარს არ გვაძლევენ და ცინიკურ შეფასებებს აკეთებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და სეპარატისტული ხელისუფლება, ამ ფონზე კვირიკაშვილს არ აქვს უფლება, იყოს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე “ენმ”-ის წევრის ნიკა რურუას თქმით  პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება შიშით არის გამოწვეული.

„ამ განცხადებით ის რუსეთს უგზავნის სიგნალს, რომ ასეთი მხეცობით, რომელიც ამ წუთას ჩვენი ოფიცრის, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არის ჩადენილი, რუსეთს შეუძლია, საქართველოს დათმობები გააკეთებინოს. ეს იყო აბსოლუტურად მოღალატური, ირაციონალური, შიშით გამოწვეული და სულმოკლე განცხადება,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა და რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა და აღიშნა, რომ საჭიროა ერთობლივი, სწორი ნაბიჯებით მიაღწიონ შეთანხმებას.

იტვირთბა....