aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად ლისის ტბა დასუფთავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, დასუფთავების აქციები საქართველოს მასშტაბით ტარდება. წელს “დედამიწის დღის” დევიზია „პლასტიკის ერის დასასრული“.

ღონისძიების აღსანიშნავად თბილისში ლისის ტბა დაასუფთავეს. დასუფთავების აქციას თბილისის მერია და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო ორგანიზატორობდნენ.

დასუფთავების აქციას ესწრებოდა ასევე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე. მისი თქმით, ორი წელია, სუფთავდება ეს ტერიტორია და მგომარეობა შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

„გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი მომავალი. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში. უკვე მეორე წელია ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიება ტარდება და აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესია მდგომარეობაა“, – განაცხადა თბილისი მერის მოადგილემ.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდოამრემ, ნინო ჩხობაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას, რომლეთან ერთადაც აქცია ტარდებოდა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში „პლასტიკის ერის დასასრულია“ გამოცხადებული.

„დღეს მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია „პლასტიკის ერის დასასრული“, რათა გადავარჩინოთ და გავათავისუფლოთ დედამიწა პლასტიკისგან. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელთან ერთადაც ვაკეთებთ თბილისში ამ აქციას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური საქართველოსთვის“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.

წყარო: 1tv

იტვირთბა....