aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„დანა ორჯერ ჩაარტყეს, 30 ბიჭი გაუსწორდა ერთს“: ფანასკერტელზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

წუხელ, გვიან ღამით, ფანასკერტელის ქუჩის მაცხოვრებლები პანიკამ მოიცვა, ადგილობრივები სისხლიანი გარჩევის მომსწრენი გახდნენ. ინციდენტში დაახლოებით 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც 1 პირს ხელკეტებით, ქვებითა და დანით გაუსწორდნენ, -ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ჩხუბი ადგილობრივებსა და მცხეთელ ახალგაზრდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება პირადი მოტივით, სასიყვარულო საკითხის გარჩევას მოჰყვა.

„საშინელი კივილი ატყდა, ასეთი გარჩევა ჯერ არ მინახავს, 30 ბიჭი ურტყამდა ერთს. სულ ხელკეტები და ქვებით გაუსწორდნენ, მერე როგორც გავიგე დანცა ჩაურტყიათ გულში. უბნელები არ შეგვიმჩნევია, მცხეთელი 17-22 წლის ბიჭები ყოფილან ჩამოსულები, ჩხუბი კი გოგოს გამო ამტყდარა“- განაცხადა ადგილობრივმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიჭრა, რომლებიც სასწრაფოს ბრიგადებმა სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....