ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გურჯაანის გამგეობას 9 მძღოლი ემსახურება“

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საკუთარი “facebook”-ის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გურჯაანის გამგეობას 9 მძღოლი ემსახურება.

“გურჯაანის გამგეობას ჰყავს 9  მძღოლი. გამგეობაა თუ სატრანსპორტო სამსახური?” _ ლევან ხაბეიშვილი

გურჯაანის გამგეობის პრესსამსახურში აღნიშნულ ინფორმციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათ გამგეობას ნამდვილად ცხრა მძღოლი ემსახურება.

„ერთი მძღოლი ემსახურება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ორი მძღოლი ემსახურება გამგებლის ორ მოადგილეს, ერთი მძღოლი ემსახურება საკრებულოს თავმჯდომარეს, ერთი მძღოლი ემსახურება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ერთი მძღოლი ემსახურება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ზედამხედველობის სამსახურს , ერთი მძღოლი ემსახურება გურჯაანის მუნიციპალიტეტის, თვითმართველობის საკუთრებაში მყოფ გრეიდერს, ასევე ორი მძროლი ემსახურება გურჯაანის გამგეობის მფლობელობაში მყოფ ორ სამარშუტო ტაქს“-აცხადებენ გამგეობაში.

იტვირთბა....