aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში ავარია მოხდა – დაღუპულია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორში, კეცხოველის ქუჩაზე ავარია მოხდა – ერთმანეთს “VAZ-21.01”-ისა და “აუდის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, “”VAZ-21.01”-ს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა. ის და მის მანქანაში მჯდომი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ჩადენილს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....