aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოდერძის უღელტეხილზე თოვლი მოვიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხის ავრცელებს.

როგორც ხულოს მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ განაცხადა, მცირე რაოდენობის ნალექს პრობლემები არ შეუქმნია. მოიალაღეებმა, რომლებიც ზაფხულის პერიოდში გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ იმყოფებიან, მთები უკვე დატოვეს.

„იალაღებზე სულ რამდენიმე ოჯახი რჩება. თოვლს პრობლემები არ შეუქმნია. მხოლოდ გოდერძის უღელტეხილი და მიმდებარე მწვერვალები დაფარა. ამ დროისთვის, ხულოში უკვე გამოიდარა“, – განაცხადა  ხულოს მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.

იტვირთბა....