aviabiletebi
ახალი ამბები თვალსაზრისი მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

“გირჩევთ, შეიძინოთ სანთლები, წყლით გაავსოთ ბოთლები და შეინახოთ, ისე, როგორც 90-იანებში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად არის წყალმომარაგების და ელექტრომომარაგების საკითხი”-ამის შესახებ პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

“ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად არის წყალმომარაგების და ელექტრომომარაგების საკითხი… დენი დღეს ერთი პერიოდი უკვე იყო ისევ წასული, წყლის ჭავლი კი ონკანში ისეთია, დროდადრო ვამოწმებ, არყის გამოხდა ხომ არ დაიწყო, წურწურით რომ მოდის. მე უკვე გავაკეთე და თქვენც გირჩევთ, შეიძინოთ და ხელთან ახლოს დაიდოთ სანთლები, წყლით გაავსოთ ბოთლები და შეინახოთ, ისე, როგორც 90-იანებში… თქვენც გირჩევთ…

ძვირფასო ხელისუფლებავ, კი ხართ ახლა მთვრალი შესაძლო წარმატებით, სწორედ ისე, საახალწლო საღამოს რომ დადიან ქუჩებში მთვრალი ადამიანები ისე რომ ახალი წლის შემოსვლას არც კი ელოდებიან, თქვენ კი არჩევნების საბოლოო შედეგებს… მაგრამ… მაინც შეგახსენებთ, რომ ვალდებულება დაიცვათ ქვეყნის მოქალაქეების სამომხმარებლო უფლებები და გასწიოთ მედიაცია სტრატეგიული ობიექტების მფლობელ კომპანიებთან, გაქვთ თქვენ… ამიტომ… გამოდით გამარჯვებულის ხიბლიდან დროულად და მიხედეთ საქმეს, მითუმეტეს რომ ეს გამარჯვება თქვენი დამსახურებულიც კი არაა.

პატივისცემით, უფლებააყრილ-შელახული მოქალაქე, ისეთივე, როგორც ათასებია.”-წერს არჩილ გამზარდია.

იტვირთბა....