aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანელი მერი მიგრანტების მხარდაჭერისთვის კისრის არეში დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დასავლეთ გერმანიის ქალაქ ალტენას კონსერვატორ მერს საქაბაბეში დანით თავს დაესხნენ, რაც მის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება. ქალაქ ალტენას მერი კანცლერ ანგელა მერკელის „სოციალ-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელია.

BBC-ის ცნობით, მას დანა კისრის არეში ჩაარტყეს. დაჭრილი მერი საავადმყოფოში მოათავსეს და მალევე გაწერეს.

ჩრილოეთ რეინ-ვესტფალიას ქალაქი ალტენა კარგად არის ცნობილი იმით, რომ იმაზე მეტი მიგრანტი მიიღო, ვიდრე ეს კვოტით იყო განსაზღვრული.

„უსაფრთხოების სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი გააჩდა“, განაცხადა ჩრილოეთ რეინ-ვესტფალიას პრემიერმა არმინ ლასჩეტმა.

გერმანული მედია წერს, რომ თავდამსხმელი, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება, ორშაბათ ღამით, თავდასხმის მომენტში, მერის თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გატარებული პოლიტიკისადმი კრიტიკულ გამონათქვამებს გაჰყვიროდა.

„თვითერზე“ მერკელმა დაგმო თავდასხმა:

„აღშფოთებული ვარ, მერ ანდრეას ჰოლშტეინზე დანით განხორციელებული თავდასხმის გამო და ძალიან შვებამოგვრილი, რომ მას შეუძლია თავის ოჯახში დაბრუნება. მადლობა ასევე მათ, ვინც მას დაეხმარა“.

ანგელა მერკელმა 2015-2016 წლებში, ევროპის საიმიგრაციო კრიზისის დროს გერმანიაში მილიონზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი მიიღო და ამგვარი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ხოლო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში კი მისმა კონსერვატიულმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკმა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა და შესაბამისად, პარლამენტში 65 ადგილი დაკარგა, რის გამოც გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ერთი კვირის წინ გამართულმა მოლაპარაკებებმა კრახი განიცადა მას შემდეგ, რაც თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატების პარტია“ პროცესს გამოეთიშა, რაც ანგელა მერკელის 12-წლიანი მმართველობის ყველაზე საშინელ კრიზისად დასახელდა, მიუხედავად ამისა მერკელმა განაცხადა, რომ ურჩევნია ახალი არჩევნები ჩატარდეს, ვიდრე უმცირესობის მთავრობას გაუძღვეს, მისი პოსტიდან გადადგომის მიზეზს კი ვერ ხედავს.

იტვირთბა....