aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების ავტობუსის გადაბრუნება სცადეს 

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. ცოტა ხნის წინ კი მათ ამავე ავტობუსს მინები ჩაუმსხვრიეს.

ამასთანავე,  ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებს თელავში შესასვლელი გზა გადაუკეტეს და ყვარელის გავლით თხოვეს თელავისკენ გამგზავრება.

ოპოზიციას თელავში საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საპოლიციო ძალები მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას.

რა ხდება შემთხვევის ადგილზე, იხილეთ პირდაპირი ეთერი აქ

შეგახსენებთ, დღეს თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.

​გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა ავტობუსს ქვები დაუშინეს

იტვირთბა....