aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში სასულიერო პირებმა საკვები და სასმელი ჩაიტანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბორჯომის ხეობაში, საქართველოს პატრიარქის დავალებით, სასულერო პირებმა სტიქიის ზონაში საკვები და სასმელი ჩაიტანეს. ისინი ხეობაში შექმნილ საგანგებო შტაბს ეწვივნენ და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მანამდე კი 8 ეპისკოპოსმა სოფელ დაბაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში ასევე იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებთ პარაკლისს გადაიხდის.

ბორჯომის ხეობაში მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან.

იტვირთბა....