aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკერია: “ხმა მივეცი საქართველოს თავისუფალ, ევროპულ მომავალს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 51-ე საარჩევნო უბანზე  დააფიქსირა.

ბოკერიას თქმით, მან ხმა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მისცა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მის უბანზე ამომრჩეველი საკმაოდ აქტიურია.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემ უბანზე, ამ დროისთვის არის საგრძნობლად მაღალი აქტივობა და ეს არის საფუძველი წარმატების. ჩვენი ქვეყნის წარმატების ზოგადად. ამ დღეს გამარჯვების და კერძოდ, დავით ბაქრაძის გამარჯვების და ჩვენ უნდა მივცეთ ხმა მშვიდობიან ხვალინდელ დღეს, საქართველოს თავისუფალ, ევროპულ მომავალს, რაც გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას და დავით ბაქრაძის გამარჯვებას“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....