aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყველა ქართულენოვან მედიას, პარტიას თუ არასამთავრობოს, რომელიც რუსული პროპაგანდის იარაღია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მკაფიო და არაორაზროვანი სამოქალაქო ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყველა ქართულენოვან წყაროს, გაზეთს, სატელევიზიო არხს, ვებ-გვერდს, პოლიტიკურ პარტიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც რუსული პროპაგანდის იარაღია და ჰიბრიდულ ომში საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა რურუა აცხადებს.

რურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პოლიტურ ოპოზიციას გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:

“სხვადასხვა წერტილებში მრავლად გაჩენილმა ხანძრებმა ერთი რამ ცხადყო – საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაშინებას, დაბნევას, დემორალიზაციას და დამორჩილებას გულისხმობს.

ჰიბრიდული (იგივე, ასიმეტრიული) ომის წინააღმდეგ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ ოპოზიციას შემდეგი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია:

1. ყველა მეთოდით და ყველა დონეზე ვაიძულოთ ხელისუფლება ამ უკანასკნელმა შეხედოს სიმართლეს თვალებში, ანუ არსებული რეალობის აღიარება მოახდინოს.

2. მოვახდინოთ იდენტიფიცირება ყველა მაგვარი ფსიქოლოგიურ ეფექტზე გათვლილი შედეგისა, როგორც ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილისა, რომელიც მტრის ხელში იარაღადაა გამოყენებული მშვიდად, ყველანაირი ისტერიის გარეშე. (ისტერიულობა და პანიკა ისაა, რის დათესვასაც მტერი ცდილობს).

3. მაქსიმალურად ვამხილოთ ყველა მაგვარი იარაღი, დღევანდელი და უკვე გამოყენებული, თუ პოტენციური ჩვენი საზოგადოებისა და მოკავშირეების თვალში და მათთვის საუკეთესო პასუხებზე ვიმუშაოთ სიტუაციურად და ყველა დონეზე.

4. ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მან პრინციპული წინააღმდეგობა გაუწიოს ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმებს, რაც ასეთ დროს თავდაცვის საუკეთესო გზაა საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და ეს ყველაზე რეზონანსული მეთოდების გამოყენებით უნდა მოხდეს.

5. მკაფიო და არაორაზროვანი სამოქალაქო ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყველა ქართულენოვან წყაროს, გაზეთს, სატელევიზიო არხს, ვებ-გვერდს, პოლიტიკურ პარტიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც რუსული პროპაგანდის იარაღია და ჰიბრიდულ ომში საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს.

P.S. მხნეობით, სიმშვიდით, ოპტიმიზმითა და ერთიანი მოქმედებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან მართლები ვართ როგორც სამშობლოსა და ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს, ისე ისტორიის წინაშე”- აცხადებს რურუა.

იტვირთბა....