თბილისში, ბახტრიონის 11 ბ-ში არსებულ საბროკერო კომპანია “ეფიქს გრუპში” კრიმინალური პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს.
როგორც ადგილზე მყოფი “მეტრონომის” კორესპონდენტი იტყობინება, კომპანიის მენეჯერისთვის უცნობია რას უკავშირდება ჩხრეკა.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის სპეციალური ლენტით.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იძიებენ.