aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ბახტაძე: მცირე ბიზნესის ხელშეწყობის რეფორმა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი ინიციატივა, რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას გულისხმობს, ფინანსთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოამზადა. მისი თქმით, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანად გავზარდოთ საშუალო და მცირე ბიზნესის წილი.

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ახალი რეფორმა, რომელიც გულისხმობს მცირე მეწარმეობის წახალისებას საქართველოში. ჩვენი ამოცანაა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გავზარდოთ საშუალო და მცირე ბიზნესის წილი.

აღნიშნული რეფორმა გულისხმობს უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. ჩვენ შევამცირებთ გადასახადებს 5-ჯერ მცირე მეწარმეებისთვის. კერძოდ, ჩამოვალთ 5% -დან 1% -იან ნიშნულამდე და ამასთან ერთად, მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ფიზიკური პირი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. ესეც არის 5-ჯერ გაზრდა არსებული 100 ათასიანი ნიშნულისა. აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს ახალი ტალღის ნაწილს და ბუნებრივია, აღნიშნულ რეფორმას მოჰყვება სხვა ახალი საგადასახო ინიციატივები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....