aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში “ქართული მარშის” მოთხოვნით დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქართული მარშის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მშვიდობიანად დასრულდა.

ქართული მარშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შედეგი მიღწეულია უახლოეს მომავალში დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში დაიდგმება, რამდენიმე თვეში გამოცხადდება კონკურსი, გამოიყოფა ადგილი და დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში აღიმართება.

ქართულმა მარშმა ძეგლის დადგმის მოთხოვნით საკრებულოს გასულ წელს წერილობით მიმართა. როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ პასუხში ვკითხულობდით, ქართული მარშის მოთხოვნა საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შემდეგ შევიდა, რის გამოც ბიუჯეტში აღმაშენებლის ძეგლის დადგმის ხარჯებს ვეღარ გაითვალისწინებდნენ. პასუხმა მაშინ ქართული მარშის წევრევის უკმაყოფილება გამოიწვია

იტვირთბა....