aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა საზოგადოება

“ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონი იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეათე სეზონის დასრულების შემდეგ მაყურებელი მოუთმენლად ელოდება მე-11 სეზონს. სერიალი, რომელიც თავიდან მხოლოდ რამდენიმე სეზონად იყო ჩაფიქრებული დიდი ინტერესი გამოიწვია და მაყურებელი მოუთმენლად ელის მოვლენების შემდგომ განვითარებას.

რადიო „ფორტუნა“ „ჩცდ“-ს პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცახადა, რომ მეთერთმეტე სეზონი „რუსთავი 2“-ის ეთერს 4 მარტს დაუბრუნდება. ირაკლი საღინაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „რასაკვირველია, იქნება სიახლეები. წინ საკმაოდ გრძელი სეზონია, სულ დაახლოებით 70 სერია გამოვა, შესაბამისად, განვავითარებთ ახალ ხაზებს, რასაც ჩვენი მაყურებელი, ტრადიციულად, მიჩვეულია ჩვენგან“.

 

იტვირთბა....