aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ-ში ქართული რესტორანი გაიხსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკაში, პენსილვანიის შტატში, კერძოდ, ფილადელფიაში 31 წლის იმედა ლონდარიძემ ქართული რესტორნი “ქართული პური” გახსნა.

ლონდარიძე ოჯახთან ერთად რუსთავიდან აშშ-ში 2007 წელს, “მწვანე ბარათის” მოგების შემდეგ გადავიდა. ოჯახი თავდაპირველად 3 თვით ნიუ-იორკში ცხოვრობდა, შემდეგ კი ფილადელფიაში გადაინაცვლა. რესტორნის გახსნა კი 2016 წელს გადაწყვიტა.

იმედა ლონდარიძის გეგმებში თავდაპირველად მხოლოდ ქართული საცხობის გახსნა შედიოდა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თონე, მაღაზია და რესტორანი ერთ სივრცეში მოაქცია.

“Georgian Bread-ის” ხშირ სტუმრების კი არამარტო ქართველები, არამედ რუსები, უკრაინელები და ზოგადად კავკასიელი ემიგრანტები წარმოადგენენ.

ბიზნესმენი საქართველოში გადმოსვლას ჯერჯერობით არ გეგმავს.

 

იტვირთბა....