aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს პირველად ქალი უხელმძღვანელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე გამოაქვეყნა, რომ  შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებას (CIA) ჯინა ჰესპელი უხელმძღვანელებს. ამერიკის ისტორიაში ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ქალი იქნება.

ამავე პოსტში, ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის გათავისუფლების შესახებ დაწერა. ტილერსონის ადგილს CIA-ს ამჟამინდელი დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს.  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, პომპეო “ფანტასტიკურად გაუმკლავდება” თავის მოვალეობებს ახალ თანამდებობაზე. მან მადლობა გადაუხადა ტილერსონს გაწეული სამუშაოსთვის.

იტვირთბა....