aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება.

“დღეს წარმოგიდგინეთ 2018 წლის ბიუჯეტი და ის ძირითადი მიმართულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ის სრულ შესაბამისობაშია იმ დაპირებებთან, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ხალხს მივეცით. რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გავზრდიდით პენსიას, არ გავაკეთეთ ეს განცხადება. 2016 წელს ჩვენ მოქალაქეებს დავპირდით, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდებოდა და ოთხ პუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....