ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობით ოპონენტებს ცივ წყალს გადაასხამს “

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაასახელებენ, ოპოზიციას შანსები არ ექნება. თუმცა, ის ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. როგორც ხუხაშვილი ამბობს, ივანიშვილი, რომლის პოლიტიკური ოპონენტები აპელირებენ ჩრდილოვან მმართველობაზე, არალეგიტიმურობასა და საზოგადოების მხრიდან ნდობის დაკარგვაზე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და შემდეგ უკვე გამარჯვების შემთხვევაში, ოპონენტებს „ცივ წყალს გადაასხამს”.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვის დაუჭერს მხარს მმართველი პარტია, ან მიიღებს თუ არა მონაწილეობას “ქართული ოცნება” არჩევნებში, ჯერჯერობით უცნობია.

 

იტვირთბა....