aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ხელაძის მკვლელობაში შესაძლოა, მეორე პირის ბრალეულობა გამოვლინდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში შესაძლოა, მეორე პირის ბრალეულობა გამოვლინდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მოხდა – დაკეტილ ბინაში 19 წლის გოგონას ყელგამოჭრილი გვამი იპოვეს. მოგვიანებით მისი მკვლელობის ბრალდებით, გოგონას ბიძაშვილი როლანდ ახალაია დააკავეს.

ბრალდებულის, რობერტ ახალაიას ადვოკატი ოლგა გეჯაძე აცხადებს, რომ ბრალდებულ ახალაიას აღიარების მიუხედავად, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მოკლულის ბიძაშვილი რეალურ მკვლელს მფარველობდეს, თუმცა მისი თქმით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება ეს ინფორმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ადვოკატის კომენტარს Imedinews.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, 17 ივლისს, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი ყელგამოჭრილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხელაძის ბიძაშილი ფოთში დააკავეს.  რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი ოლგა გეჯაძე აცხადებს.

„აუცილებლად ვაპირებ დავაყენო მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რათა შემოწმდეს, რამდენად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ კუთხით ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს გამომძიებელიც, თუმცა მე ვაკონტროლებ ყველაფერს და თუ არ დაინიშნა, მე მოვითხოვ“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ჰქონდა რობერტ ახალაიას წარსულში ფსიქიკური პრობლემების ნიშნები, ადვოკატის თქმით, ახლობლები ამაზე არ საუბრობენ და მისთვის ამის შესახებ ცნობილი არაფერია.

„არავინ არაფერს საუბრობს, ყველა გაკვირვებული და შოკშია. ამბობენ, რომ ბრალდებულისთვის რაიმე აგრესია ან კონფლიქტისკენ მიდრეკილება არ ჰქონია.  მაგალითად, მეგობრები და ლექტორები ამბობენ, რომ ძალიან წესიერი ბავშვი იყო“, – აღნიშნა ადვოკატმა.

რობერტ ახალაია 19 წლის გოგონას ძალადობრივი გზით მკვლელობაშია ბრალდებული. მოკლული მისი მამიდაშვილი იყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე,  განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

 

 

იტვირთბა....