aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამინაზღაურეთ ჩემი ლაკოსტას მაისურის საფასური”: სააკაშვილს ბრილიანტის მწვანე ისევ შეასხეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს,  ვინიცის ოლქში, სადაც სააკაშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავდა, ისევ ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პერანგის გაფუჭებისთვის პრეზიდენტ პოროშენკოს 50 ევროს გადახდას სთხოვს,  რადგანაც მისი მტკიცებით, თავდამსხმელები სწორედ პოროშენკოს ბლოკის წევრებმა დაიქირავეს:

„მორიგი თავდასმა ბრილიანტის მწვანეთი ლადიჟინში. თავდამსხმელმა აღიარა, რომ 200 გვივენად დაიქირავეს ადამიანებმა, რომლებიც როგორც ჩანს, პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლები იყვნენ. პეტრო ალექსეევიჩ, ან შეწყვიტეთ ეს საბავშვო ბაღი, ან ამინაზღაურეთ ჩემი ლაკოსტას მაისურის საფასური, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში შევიძინე, როდესაც ტანზანიიდან ვბრუნდებოდი“, – წერს სააკაშვილი.

მსაგვსი შემთხვევა   19 ივნისსაც მოხდა,  კრივოი როგში, სადაც სააკაშვილს კვერცხები და ბრილიანტის მწვანის პაკეტები ესროლეს.

იტვირთბა....