aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარია ბათუმში: 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში საზარელი ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსს, რომელიც სწრაფად მოძრავ იმავე მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა,  რის შემდეგაც #24 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს დაეჯახა.

ავარიის შედეგად ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად  მძიმეა.

ის გაჩერებაზე იდგა, როდესაც  მიკროავტობუსი ტროტუარზე გადავიდა და მას დაეჯახა.  შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა მიკროავტობუსში მყოფ სამ მგზავრს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 3 ადამიანი დაშავდა. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

შემთხვევა ბათუმში დღეს, 27 ნოემბერს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ფოტო: “ნეტგაზეთი”.

 

იტვირთბა....