aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აბაშიძე: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კვლავ ჩიხშია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ვაჭრობის აღდგენისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აქტივიზაციისთვის. იზრდება საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვი – მილიონზე მეტი რუსი ჩამოვიდა ქვეყანაში 2017 წელს. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებათ. ახალი წლის წინ ყოველთვის არის სურვილი, იყო ოპტიმისტი, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობები, სამწუხაროდ, კვლავ ჩიხშია. თუმცა მომავალში ვისურვებდით, გასასვლელი გზების მოძებნას ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ჩვენი ურთიერთობები აღმოჩნდა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

იტვირთბა....