პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გიორგი დგებუაძის (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბრის ჩანაწერში, სადაც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაც არის ნახსენები.
დაცვის თანამშრომელი ამბობს: „საწყალი ჟვანია როგორ მოკვდა, რა მოხდა მაგაზე?“
გიორგი დგებუაძე კი პასუხობს: „ჟვანიაზე… გადატრიალებას აპირებდნენ ეგენი. ხო ნახე რაც მოხდა ჟვანიაზე, დამიჯერე რა, მენდე რა, მენდე!“.
პროკურატურის ცნობით, ეს ჩანაწერი 2007 წლის 4 თებერვალსაა გაკეთებული.