aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: “თუ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვიქნები, მექნება კონკრეტული ხედვები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვიქნები, რა თქმა უნდა, კონკრეტული ხედვები მექნება, როგორ უნდა გატარდეს პრაქტიკაში მცირე მთავრობის იდეა.

მისი განმარტებით, მცირე მთავრობის იდეა გულისხმობს მოკლე დროში მეტი საქმის კეთებას, რასაც სხვაგვარად ეფექტიანობა ეწოდება.

„მცირე მთავრობის იდეა გულისხმობს ძალიან ბევრ რამეს. ხანდახან, ეს კონცეფცია მცდარად არის დაყვანილი იქამდე, რომ თუ დღეს რომელიმე სამინისტროში 5000 ადამიანი მუშაობს, მომავალში უნდა იმუშაოს 4500-მა – ეს არ არის მცირე მთავრობის მთავარი იდეა.

მცირე მთავრობა გულისხმობს, რომ ნაკლები ფინანსური, ადამიანური და საათობრივი რესურსით გააკეთოს უფრო მეტი საქმე, ამას სხვაგვარად ჰქვია ეფექტიანობა. შესაბამისად, მთავარი მიზანია, ჩვენ უფრო სწრაფად უფრო მეტი საქმე ვაკეთოთ. ეს არის, ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ, რა არის მცირე მთავრობა, სწორედ ამას ეფუძნება პრემიერის იდეები და კონცეფცია.

იმედი მაქვს, რომ ახალი შემადგენლობა, რომელიც ნდობას მიიღებს პარლამენტისგან, ის სამინისტროები, რომლებიც გაერთიანდებიან, შეძლებენ ეს იდეები პრაქტიკაში განახორციელონ, რათა ნაკლები რესურსით, მაგალითად, ნაკლებ საათში, ვაკეთოთ მეტი საქმე, ნაკლები ფულით ვაკეთოთ მეტი საქმე და ვაკეთოთ, რაც მთავარია, მეტი საქმე.

ჩემი უწყება ე.წ ჩემი უწყება არის რამდენიმე კვირით, შესაბამისად, როდესაც ახალი შემადგენლობა მიიღებს პარლამენტის ნდობას, თუ ვიქნები ამ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, მექნება კონკრეტული იდეები, იუსტიციის სამინისტროში, როგორ უნდა გატარდეს პრაქტიკაში მცირე მთავრობის იდეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....