aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, გიორგი გახარიამ მედიასთან გუშინდელ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

“იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც – საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ.

ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, სჯობს თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას”,- აღნიშნა მედიასთან შს მინისტრმა.

იტვირთბა....