ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს 592.41 გრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოუჩინეს

ფინანსტა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა.

სამსახურში აცხადებენ, რომ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქის, ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად, 61,767 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 592.41 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

იტვირთბა....