aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ქალბატონ შორენასთან დაკითხვაზე ოფიციალური მიმართვა არ შემოსულა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ამ დრომდე ქალბატონ შორენასთან ოფიციალური მიმართვა მისი დაკითხვის შესახებ არ შემოსულა“, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივნმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

„ქალბატონი შორენა პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. თუ მასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს გაუჩნდებათ შეკითხვები, ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს და გამოძიებას დაეხმაროს. შესაბამისად, ასე მოიქცევა საპატრიარქოს ყველა მაღალი რანგის თანამშრომელი, თუნდაც ეს მე მეხებოდეს. მზად ვარ, გამოძიებას დავეხმარო, თუ ჩემთანაც გაუჩნდებათ კითხვები. ამ დრომდე ქალბატონ შორენასთან ოფიციალური მიმართვა მისი დაკითხვის შესახებ არ შემოსულა“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს სავარაუდოდ, პროკურატურა დაკითხავს, –  ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

იტვირთბა....