aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა: უწმინდესის ექიმები კომენტარს აკეთებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს საქართველოს პატრიარქის დაბადების დღეა, თუმცა როგორც საპატრიაქროში აცხადებენ, ოფიციალური მიღება და საზეიმო ვახშამი არ გაიმართება. მიზეზად კი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. უწმინდესის  მკურნალი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით,  ილია მეორე დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

“არის გარკვეული პრობლემები დაკვირვების ქვეშ იმყოფება და აქტიურია, ხვდება ხალხს და მილოცვებს ღებულობს“ – აღნიშნა შარტავამ.

პატრიარქის კიდევ ერთი ექიმის, მანანა შეროზიას თქმით, ილია მეორე თავს ნორმალურად გრძნობს და ღონისძიების არჩატარების მიზეზი, მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის.

”უწმინდესმა თქვა, რომ ახლა არ არის ამის დრო და საშუალება, რომ ზარ-ზეიმით ავღნიშნო ჩემი დაბადების დღე, ეს იყო მიზეზი, რომ უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე“ – განაცხადა მანანა შეროზიამ.

საპატრიარქოში ასევე იმყოფებოდა უწმინდესის პირადი ოფთალმოლოგი და მან დაადასტურა, რომ თვალის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით პატრიარქი გაციებულია და სწორედ ამის გამო გადაიდო ოფიციალური ღონისძიებები.

დღეს საპატრიარქოში ერთადერთი ღონისძიებაა ჩანიშნული, დაგეგმილია ბიბლიის ახალი ვერსიის პრეზენტაცია.

საპატრიარქოში დღეს ასევე ელოდებიან პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

დღეს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი უსრულდება. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია 1977 წლიდან. 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

იტვირთბა....