სისხლიანი დაპირისპირება შინდისის ახალ გზაზე – ინციდენტის შედეგად სავარაუდოდ მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გარდა ამისა, არიან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილები. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში.