ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

„საბედნიეროდ, დაზიანებები მსუბუქი არის, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია, 6-ვე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში არის, ახლა მივდივარ მის სანახავად,“ – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. არიან დაშვებულებიც.

 

იტვირთბა....