aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

სეერგენკო: ბაღიდან გადმოვარდნილ ბავშვს გულ-მკერდისა და ტვინის ტრავმა აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზემო ფონიჭალაში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება,-ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ავრცელებს:

“მას აქვს ქალა- ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა. ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას”,- განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ძალიან სწრაფად უნდა იქნეს გამოკვლეული სად იყო ხარვეზი დაშვებული:
“შესაბამისი ხარვეზის დამშვებმა უნდა აგოს პასუხი და უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ”,- აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. დაზარალებული ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვი ამ დროისთვის კონტაქტურია.

შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....