aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასტუმრო “ველმონდი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, დალუქულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო „ველმონდი“(ყოფილი „ლეოგრანდი“) დალუქულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, გუშინ სასტუმროს ხელმძრვანელობამ 300-მდე დამსვენებელი შენობიდან გაიყვანა.

სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაისურაძემ განაცხადა, რომ სასტუმროს დალუქვის მიზეზი  სახანძრო უსაფრთხოების ნორმების არ დაცვა გახდა.

“ვიდრე სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება, სასტუმრო ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს, სასტუმროს მხრიდან არ მოხდა იმ ვალდებულებების გათვალიწინება და დარღვევების გამოსწორება, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო“,- განაცხადა ლევან მაისურაძემ.

სასტუმროდან ტურისტების გადაყვანის პროცედურაში ჩართული იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. მათი ინფორმაციით,  ტურისტები ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 20-მდე პირი დაშავდა. საქმეზე ორი პირია დაკავებული.

იტვირთბა....