ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს აგინა

ისე შენი დედას შ….ცი, რამდენი შენ სიმართლეს ლაპარაკობ _ ეს კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ცაბუტაშვილმა მოქალაქე გია ფაცურიას კომენტარის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში გააკეთა.

ფაცურია მოსამართლეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც არ იშურებდა. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

_არ უარვყოფ, რომ მეც შევაგინე, მაგრამ ისე მძიმედ არა, როგორც მან. მოსამართლე ცაბუტაშვილმა და საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ თავაძემ დაარღვიეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 22-ე მუხლი, არ იხილავენ ჩემს საკონსტიტუციო სარჩელს _ დარღვეულია ყველა ვადა და ეს გახდა ჩემი გაღიზიანების მიზეზი.

სხვათაშორის, ეს ის ცაბუტაშვილია, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობისას ცოცხალი კაცის „მკვლელობისთვის“ დააჭერინა ბახუტოვი და ეს საქმე  შეგიძლიათ იმდროინდლეი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ანგარიშში ნახოთ, _  აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბისას ფაცურიამ, რომელიც მოსამართლის მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ სამართლებრივად იბრძოლებს.

მოსამართლე ცაბუტაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი გინება ფაცურიას გინების საპასუხო იყო:
მისი გინება და შეურაცხყოფა არ ნახეთ?! _  კითხვაზე კითხვით გვიპასუხა მოსამართლემ.
_ ბატონო თამაზ, ვნახეთ, მაგრამ  თქვენც გინებით უნდა უპასუხოთ? თქვენ ხომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ბრძანდებით?
_ კი, რა თქმა უნდა.
_ ფიქრობთ, რომ სწორია როცა ადამიანს, რომელსაც კონკრეტული პრეტენზიები აქვს, ამბობს რომ სარჩელის განხილვას აგვიანდება სოციალურ ქსელში აგინებთ?
_ თვითონ უნდა მაგინოს?
_ თავადაც არ უნდა გაგინოთ, მაგრამ თქვენ მოსამართლე ხართ და ამ საკითხს სამართლებრივად არ უნდა მიუდგეთ?
_მანდ სამართლებრივი მხარე არაფერ შუაშია.  აქ წმინდა ადამიანური მხარა. მომაყენა შეურაცხყოფა.  რა თქმა უნდა ადამიანს აქვ თმენის ვალდებულება, მაგრამ პირველ რიგში არის ღირსება და მერე დანარჩენი ყველაფერი.
_  დედის გინებით ღირსება დაიცავით?
_  როგორც მომაყენა შეურაცხყოფა, მეც იგივე პასუხი გავეცი, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან”საუბრისას მოსამართლემ.

იტვირთბა....