მიხეილ სააკაშვილი კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკრაინელებს მიმართვას უგზავნის, რომელიც მის Facebook-ზე გავრცელდა.
„უკრაინის ხელისუფლებამ ცრუ ბრალდებით დამაკავა. ამ ფორმით მათ თქვენი დაშინება უნდათ. არაფრის შეგეშინდეთ და კვირას პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციაზე გამოდით!“ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისა და განუკითხაობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.“- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ღამით უკრაინის პროკურატურამ დააკავა.