ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია, მაღალი თანამდებობის პირებს ღია წერილს უგზავნის

თემურ ჯანაშია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ღია წერილს უგზავნის. სახელმწიფო დაცვის სპეიალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ღია წერილში მისი ბრალდების საქმეზე წერს, სადაც საუბარია შერჩევით მართლმსაჯულებაზე. ხელისუფლებისადმი გაგზავნილ ღია წერილში სადაც, მათ ჯანაშია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს, ჯანაშია აცხადებს, რომ იმ პრინციპით თანხების დახარჯვა, რასაც მას გამოძიება ედავება, მისი წინამორბედის და მის შემდგომაც ხორციელდებოდა.

თემურ ჯანაშიას განცხადებაში წერია, რომ ზუსტად ანალოგიური წესით ხარჯების გაწევა დაიწყო სდსს-ს უფროსის თანამდებობაზე მისმა წინამორბედმა ოთარ ქველიძემ, მსგავსი ხარჯების დაფარვა გაგრძელდა 2013 წელსაც, ანზორ ჩუბინიძის პერიოდშიც.

ჯანაშიას ადვოკატის განცხადებით, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, ანალოგიური ხარჯები – მილიონი ლარის ოდენობით, დაიხარჯა პრეზიდენტის სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. თემურ ჯანაშია აცხადებს, რომ ასეთი ხარჯები ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით გამოიყოფოდა. ჯანაშიას თქმით,  მის მიერ დასახელებული პირებიდან, ნაწილი მოწმის სტატუსითაც კი არაა დაკითხული, მას კი ამ ეტაპზე ბიუჯეტის თანხების გაფლანგვისთვის ბრალი აქვს წარდგენილი.

ჯანაშიას ღია წერილის ადრესატები არიან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავნჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სახალხო დამცველი.

იტვირთბა....