aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აბასთუმანში გერმანელი ტურისტები არიან ჩარჩენილები

aviabiletebi
ავიაბილეთები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აბასთუმანში გერმანელი ტურისტები არიან ჩარჩენილები. მათივე განცხადებით,  ისინი ქართველ  ტურისტებთან ერთად, საირმისკენ მიემგზავრებოდნენ, თუმცა უამინდობის გამო გზა ჩაიხერგა და ერთ-ერთი გერმანიელი ტურისტი   შეუძლოდ გახდა. გერმანელმა ტურისტებმა  112-თან დაკავშირება შეძლეს.  ამ წუთებში ადგილზე მიჰყავთ ექიმი, რათა უცხოელ ტურისტს ადგილზე აღმოუჩინოს დახმარება.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ტურისტთა ჯგუფი საირმიდან გამგზავრებულიყო მზეკარის უღელტეხილისკენ, მათ ვეღარ შეძლეს გზის გაგრძელება და ერთი საათის წინ სამაშველო სამსახურიდან მივიღეთ შეტყობინება და მაშინვე გავაგზავნეთ საჭირო ტექნიკა და ასევე ექიმი, რადგან საქართველოს მოქალაქის ინფორმაციით, ერთ-ერთი გერმანელი ტურისტი იყო შეუძლოდ. ახლა ვერ ვუკავშირდებით, რადგან ახლა შესულები არიან ზონაში, სადაც არ არის დაფარვა სატელეფონო,“ – განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ.

 

იტვირთბა....