რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოსკოვი სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ისრაელს ადანაშაულებს.
“ისრაელის პილოტების მხრიდან საქმე გვაქვს ან დანაშაულებრივ გუგლგრილობასთან ან არაპროფესიონალიზმთან. ყველა შემთხვევაში ილ-20-ის ჩამოგდებასა და 15 რუსი სამხედროს დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ისრაელის მხარეს კისრება”, – ნათქვამია განცხადებაში.